ჩერგოლეიშვილი ხაზარაძეს: წადი შენი დებილი მასხარა დედაც… ადებილე “ლელოს” ოფისი, შე ჩმორო

“ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის პრეზიდენტის შეწყალებას მუხანათურ საქციელს უწოდებს, რომლის მიზანი ოპოზიციაში დაპირისპირების შეტანაა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ჩერგოლეიშვილი ხაზარაძეს “ჩმორს” უწოდებს და მოუწოდებს, “ლელოს” ოფისი “ადებილოს”.

“ოპოზიციაში სუფრა გვქონდა გაშლილი და ერთმანეთს ვეხუტუნებოდით, რომ განხეთქილების ვაშლად ხაზარაძე შემოგვიგდო ვერაგმა ბიძინამ.

წადი შენი დებილი მასხარა დედაც… ადებილე ლელოს ოფისი შე ჩმორო.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ხაზარაძემ განაცხადა შეწყალების შესახებ განაცხადა: “ეს არის მუხანათური, ძალიან ბინძური საქციელი, მე და ბადრი გამოგვიშვეს იმიტომ, რომ მოხდეს დაპირისპირება [ოპოზიციაში].”

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...