ბრიტანეთის საელჩოს განცხადებიდან ორ დღეში, რომელშიც ელჩი უორდი ამტკიცებდა, რომ „მომავლის აკადემია” მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, ამავე ორგანიზაციამ მიმართვაში გამოიყენა სიტყვები – „ივანიშვილის რეჟიმი” და „რუსული კანონი”

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის ორგანიზაციები, ვისთვისაც ბრიტანეთის საელჩო გრანტის მიცემას აპირებდა.

ჩამოთვლილ ოთხ ორგანიზაციას შორის იყო „საქართველოს მომავლის აკადემია“, რომლისთვისაც გრანტის სახით 99,975 ფუნტი იყო გამოყოფილი. ისიც ცნობილია, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს გრანტის სანაცვლოდ არჩევნებზე დასკვნები უნდა დაეწერათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში.“

ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებიან ამ საქმიანობის აღწერას, როგორც „პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებიდან ორ დღეში, „საქართველოს მომავლის აკადემიამ“, რომელიც ბრიტანეთის ელჩის მტკიცებით მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, გავრცელებულ განცხადებაში რამდენჯერმე გამოიყენა სიტყვები – “ივანიშვილის რეჟიმი” და “რუსული კანონი”.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...