ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში კიდევ რამდენიმე მრავალბინიანი კორპუსის განახლება იგეგმება. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

თორის ქუჩა N 38, N 40, N42-ში და N44-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი სამუშაოები:

სრულად შეიცვლება შენობების სახურავები;
ძველი ხის კარ-ფანჯრები ახალი, ალუმინისა და მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრებით ჩანაცვლდება;
განახლდება და მოეწყობა აივნების ახალი მოაჯირები;
კორპუსების ფასადებს დეკორატიული ელემენტები შეემატება.
საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზება და მოქალაქეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის განახლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...