ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი- წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბორჯომელების ყველა საჭიროებას გავეცანი. ჩემო ძვირფასო ბორჯომელებო, მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. 4 ოქტომბერს ღირსეულად გაიმარჯვებს საქართველო!

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბორჯომში, ე.წ ფაფის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, თუ რის გაკეთებას აპირებს ბორჯომის განვითარებისთვის.

„არსებულ საჭიროებებზე მოსახლეობასთან ერთად ვისაუბრეთ და მათ მოგვარებას ჩემი სამუშაოს პირველივე დღეებიდან შევუდგები.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოვიარე ყველა სოფელი და ქალაქის ყველა უბანი, არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა მქონდა მოქალაქეებთან, ბორჯომელების ყველა საჭიროებას გავეცანი.
ჩემო ძვირფასო ბორჯომელებო, მადლობას გიხდით ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის. 4 ოქტომბერს ღირსეულად გაიმარჯვებს საქართველო! გაიმარჯვებს ბორჯომი! გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ !“-აცხადებს გელაშვილი.

https://www.facebook.com/share/p/1GNqbxRLHV/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...