ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

32 წლის წინ სოხუმი დაეცა.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატმა, მამუკა გელაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელშვილთან, პროპორციული სიის პირველ ნომერთან, გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

“27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. მოძმე ხალხთა შორის კონფლიქტმა მრავალი ადამიანის – ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა”- წერს გელაშვილი.

https://www.facebook.com/share/p/19c58MK2WZ/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...