ბიძინა ივანიშვილის მხარე დარწმუნებულია, რომ “კრედიტ სუისს” ბერმუდასა და სინგაპურში სასამართლოს მოუგებს – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილის მხარე დარწმუნებულია, რომ “კრედიტ სუისს” ბერმუდასა და სინგაპურში სასამართლოს მოუგებს – “ემ ქეი დი” ჯგუფის უფროსმა მრჩეველმა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველმა ბერმუდასა და სინგაპურში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც “კრედიტ სუისის” მხრიდან ივანიშვილის კუთვნილი ორ მილიარდამდე აქტივთან დაკავშირებით მიმდინარეობს, მედიასთან ისაუბრა.

ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ შვეიცარიულ ბანკს, რომელიც ივანიშვილს კუთვნილ ქონებაზე ტრანზაქციის შესაძლებლობას უზღუდავს, არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნია, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მასზე ამ პროცესებით ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.

“ბერმუდაზე და სინგაპურში ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური ჩატარებული მოსმენების დინამიკიდან გამომდინარე. კონკრეტული ვადა ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ვფიქრობთ და მოლოდინი არის რომ გადაწყვეტილება იქნება მარტიდან სექტემბრამდე მონაკვეთში – ეს რაც შეეხება დავებს.

რაც შეეხება იმ თემებს, რასაც ჩვენ არაფორმალური სანქცირების სახელი, შეზღუდვები ვუწოდეთ, აქაც კონკრეტული სამუშაო დინამიკაშია. ეს სამუშაო უკავშირდება 2 ტრასტზე, ანგარიშებზე შეუზღუდავი წვდომის მიღებას. აქაც იმედია რომ გარკვეულ ეტაპზე ჩვენ მეტი ინფორმაცია გვექნება, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ,” – აცხადებს ყიფიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...