ბიძინა ივანიშვილი: ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველ, პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს

დღევანდელი არჩევნების შემდეგ სრულყოფილად ამოქმედდა საქართველოს ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ კი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები.

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც დააბრუნებს ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას კონსტიტუციის ფარგლებში და ამასთანავე, ითამაშებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი საზოგადოების გაერთიანებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაში.

ბიძინა ივანიშვილი

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი...

დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას...