ბიძინა ივანიშვილი: გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავს.

მილოცვის ტექსტს „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია!

ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის თითოეულ წევრს, რომლებმაც შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს და ჩვენი ქვეყნის დროშა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა სხვა დროშაზე მაღლა ააფრიალეს.

ამ გამარჯვებას კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ქალ და ვაჟ ძიუდოისტებს ერთობლივად მსოფლიოს პირველობა აქამდე არ მოუგიათ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

უნგრეთში დასრულდა 2025 წლის გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს პირველობის ჩემპიონობა იზეიმა. ფინალში ქართველმა სპორტსმენებმა სამხრეთ კორეის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე: თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239...

დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად წარედგინა თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის...

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე მაგისტრანტების ფინანსური...

დედაქალაქში მოქმედმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, დღეიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის მერიას უნდა წარუდგინონ 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე, თბილისში რეგისტრირებული მაგისტრანტების...

საქსტატი: 2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობა 208 500 კაცით, 5.6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015-2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები განახლდა. ცვლილებების საფუძველი 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები გახდა. საქსტატის ინფორმაციით, 2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობა...

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია...