ბერდია ჩანქსელიანი: ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, გზა დღის ბოლომდე გაიხსნება

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, დარჩენილია ერთი ადგილი, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 15:00 საათისთვის ეს გზა მთლიანად გამავალი იქნება, – განაცხადა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბერდია ჩანქსელიანმა. მისი თქმით, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზის გადაკეტვა ლენტეხის მუნიციპალიტეტში გუშინ გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

„გუშინ ღამით ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოვიდა უხვი ნალექი, რამაც გამოიწვია ცენტრალური საავტომობილო გზის, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გადაკეტვა, რადგან ოთხ ადგილზე ჩამოწვა მეწყერი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ოპერატიულად მოხდა ტექნიკის მობილიზება. გვიან რამით კიდევ უფრო გაძლიერდა ნალექი, რის გამოც გადაიკეტა ცენტრალური გზა, რადგან საშიში იყო გადაადგილება. დილის 6:00 საათიდან მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამ ლოკაციაზე გაწმენდილია და გამავალია გზა. დარჩენილია ერთი ადგილი, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით დღის ბოლომდე ეს გზა მთლიანად გამავალი იქნება“, – განაცხადა ბერდია ჩანქსელიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...