ბექა დავითულიანი: უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობა გააფუჭა უკრაინულმა მხარემ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო, ყოველდღე ახალი დამნაშავის და მწამებლის შეფარებით

უკრაინა-საქართველოს შორის, ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიფუჭებია, ურთიერთობა გააფუჭა უკრაინულმა მხარემ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღე ახალი დამნაშავის და მწამებლის შეფარებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

დავითულიანის თქმით, უკრაინა თავშესაფრად იქცა კრიმინალური რეჟიმის სისტემის, როგორც მმართველების, ისე მთავარი აღმსრულებლების.

„მეგის ქარდავას რომ ამდენი ხანი ინახავდნენ და მისი კალიბრის არაერთ სხვა დამნაშავეს, რომლებიც ადამიანების გაუპატიურებაში, მკვლელობაში, წამებაში და ათას უბედურებაში არიან მხილებული და დღესაც არაერთ ასეთს იფარებენ, სწორედ ამან გააფუჭა ურთიერთობები უკრაინა-საქართველოს შორის“, – აღნიშნა დავითულიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის...