ბაჩო ოდიშარია ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე: ადამიანის გარდაცვალებაზე ჟრიამული, ქილიკი და ლანძღვა ფაშისტური ხელწერაა, დღეს ფაშიზმი კი ლიბერალიზმის საფარქვეშ ხორციელდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფეისბუქ ლიბერალების რევანშისტული, ძალადობრივი, ქართულ კულტურასთან სრულად შეუთავსებელი ამორალური ცნობიერება

ადამიანის გარდაცვალებაზე ჟრიამული, ქილიკი და ლანძღვა ფაშისტური ხელწერაა, დღეს ფაშიზმი კი ლიბერალიზმის საფარქვეშ ხორციელდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფეისბუქ ლიბერალების რევანშისტული, ძალადობრივი, ქართულ კულტურასთან სრულად შეუთავსებელი ამორალური ცნობიერება და ვნებები, – ასე ეხმიანება ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, ლევან გაჩეჩილაძის, გარდაცვალების ფაქტზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

ოდიშარიას განცხადებით, სწორედ ამიტომ არის საჭირო მეხსიერების პოლიტიკა, რათა ფაშისტს ერქვას ფაშისტი და არა პროევროპელი აქტივისტი.

„ადამიანის გარდაცვალებაზე ჟრიამული, ქილიკი და ლანძღვა ფაშისტური ხელწერაა, დღეს ფაშიზმი კი ლიბერალიზმის საფარქვეშ ხორციელდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფეისბუქ ლიბერალების რევანშისტული, ძალადობრივი, ქართულ კულტურასთან სრულად შეუთავსებელი ამორალური ცნობიერება და ვნებები. ამიტომ არის საჭირო მეხსიერების პოლიტიკა და მოვლენების სახელდება, ფაშისტს უნდა ერქვას ფაშისტი და არა პროევროპელი აქტივისტი.
ვუსამძიმრებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს და ახლობლებს“,- წერს ბაჩო ოდიშარია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...