ავთანდილ თალაკვაძე: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გაავრცელა დეზინფორმაცია თითქოს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს იშენებს”

ავთანდილ თალაკვაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გაავრცელა დეზინფორმაცია თითქოს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს იშენებს – ეს სიცრუეა, რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება!

არ გვიკვირს, რომ არიან ადამიანები, ვინც ასეთი ცინიკური ტყუილის გავრცელება იკადრეს, თუმცა ჩემდა გასაოცრად, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც დაიჯერეს, რომ შეიძლება ჩემი ოფისის თავზე კაფე ან რესტორანი ავიშენო.

სინამდვილეში პირველად, მრავალი წლის მანძილზე მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის განახლება, რომელშიც განთავსებულია გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, საკრებულო, მერია და მუნიციპალური სამსახურები. პროექტი, სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, თანამშრომლებისთვის ითვალისწინებს სასადილოს მოწყობას, რომლითაც ყველა ისარგებლებს. სასადილო არ წარმოადგენს მერის ოფისის ნაწილს და არ მდებარეობს მერის ოფისის თავზე.

ოზურგეთში ახალი პროექტების განხორციელების პარალელურად, რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედია ყველანაირად ცდილობს მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას. ნაცვლად, იმისა რომ თავისი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ინტერესები დაიცვან, თავისი კუთხის პატრიოტები იყვნენ, – “ნაციონალური მოძრაობა” აქაც ოზურგეთის იმიჯის და ღირსების შელახვით არის დაკავებული, რასაც უპასუხოდ არ დავტოვებთ არც ერთ შემთხვევაში.

საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა! საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება სამარცხვინოა!”

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: 2012 წელს, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი ჩავიბარე, ციხეებში ჩატარებული...

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი იყო. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ,...