აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ფოტო, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საკუთარ flickr გვერდზე გამოაქვეყნა კოლეგებმა ბრიუსელში გადაიღეს, სადაც ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ბრიუსელში საერთაშორისო ჯგუფის რიგით 23-ე შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე...

"ღამის კურიერში" სტუმრობისას, ლევან მაჭავარიანი კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს ის პოლიტიკურ პროცესებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამასთან...