აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია ფედერალური დაფინანსების შეჩერების გამო მუშაობას წყვეტს

აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია ფედერალური დაფინანსების შეჩერების გამო მუშაობას წყვეტს. ინფორმაციას კორპორაცია ავრცელებს.

კორპორაციის განცხადებით, თანამშრომლების უმეტესობას სექტემბრის ბოლომდე გაათავისუფლებენ. 2026 წლის იანვრის ბოლომდე სამუშაო პროცესების დასასრულებლად კი თანამშრომლების მცირე ჯგუფი იმუშავებს.

ცნობისთვის, მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლითაც კორპორაციას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამსახურისა და ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსთვის თანხებს ანაწილებს, მათთვის დაფინანსების შეწყვეტა დაავალა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის...

მეუფე იობი ხელისუფლებას რწმენისგან დაცლაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც პირველ რიგში, თავად დაიცალა რწმენისგან, საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვას, რამდენად შეესაბამება მისი ქმედებები იმ რწმენასა...