არჩილ თალაკვაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ყველაფერი ცუდი, რაც უნდოდათ ქვეყნისთვის, მათ პარტიაში მოხდა

ახლა მელიას უნდა რომ გადააყენოს ხაბეიშვილი. შემდეგ სერიაში ალბათ, ისევ ხაბეიშვილი გადააყენებს მელიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც ქვეყნისთვის უნდოდათ, ის მათ პარტიაში მოხდა.

„ყველაფერი ცუდი, რაც უნდოდათ ქვეყნისთვის, მათ პარტიაში მოხდა. ანუ, ისინი ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს და მოუწიათ პარტიაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ და საკუთარი თავმჯდომარე გადააყენეს. ახლა მელიას უნდა რომ გადააყენოს ხაბეიშვილი. შემდეგ სერიაში ალბათ, ისევ ხაბეიშვილი გადააყენებს მელიას. ჩანს, რომ პარტია შინაარსისგან არის დაცლილი და პოლიტიკურ თავდაღმართში მიემართება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია და გამოძიება...