არჩილ გორდულაძე: გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეეძლოს იმ ადამიანებს და იმ ორგანოებს, რომლებსაც აქვთ სახალხო ლეგიტიმაცია, ე.წ. ენჯეოების მონაწილეობა რიგი გადაწყვეტილებების მიღებაში არ უნდა იყოს სავალდებულო

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა პარლამენტში “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” მიერ ერთობლივად ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვა სავალდებულო აღარ იქნება.

„გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეეძლოს იმ ადამიანებს და იმ ორგანოებს, რომლებსაც აქვთ სახალხო ლეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩევნების შედეგებში, ხოლო იმ ადამიანებს, რომელთაც ლეგიტიმაცია ხალხის მიერ არ აქვთ მინიჭებული და ამ შემთხვევაში ე.წ. ენჯეოები იგულისხმება, მათი მონაწილეობა სავალდებულო წესით რიგი გადაწყვეტილებების მიღებაში რა თქმა უნდა არ უნდა იყოს სავალდებულო“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...