ანრი ოხანაშვილი-საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით, მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციების დონორები არიან “NED“ და “EED”

„საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, წახალისება, რომ – „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით“- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს სიტყვით გამოსვლისას მიმართა.

„პატივცემულო ოპოზიციონერო დეპუტატებო თქვენთვის ცნობილია, რომ არსებობს ასეთი მოძრაობა „სირცხვილია“, არსებობს მოძრაობა „დროა“ და „სირცხვილიას“ ეკუთვნის ფრაზა: „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“. თქვენს რიგებში არის ხალხი, რომლებიც წარმოადგენდნენ კონკრეტულ ძალოვან უწყებებს და საინტერესოა, ეს რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, წახალისება, რომ – „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით და მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს ვებგვერდზე განთავსებული აქვთ, რომ მათი დონორები არიან “NED“, “EED”, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „ჰელსინკის ფონდი“, და აი ამ ფინანსების შესახებ, რაც არ უდევს არაფერი ამ ორგანიზაციებს, უნდა იცოდეს თუ არა ჩვენმა საზოგადოებამ“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ყეინიშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი განცხადებით, არ ეთანხმება გავრცელებულ ბრალდებებს, თუმცა, პატივს სცემს...

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და...

ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და...

ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან ურთიერთობაზე: ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს...

ალბათ შარშანდლის მსგავსი იქნება ახალი ანგარიში, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომაში, რაც ძალიან სამწუხაროა, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის...

ირაკლი კობახიძე ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე: რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი...

მე, პირველ რიგში, შევეხები იმ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია პატრიარქის დაკრძალვასთან. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია...