ანრი ოხანაშვილი გვარამიას აღიარებაზე- ეს არის ჟანრი, როდესაც უმძიმეს წამებას და სასტიკ დანაშაულებს უწოდებენ შეცდომებს-მათ ხელისუფლებაში დაბრუნების არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნებათ

„თითქოს ფაქტს ვერ გაურბიან, მაგრამ ძალიან მსუბუქად აფასებენ. ეს არის ის ჟანრი, როდესაც უმძიმეს წამებას და სასტიკ დანაშაულებს უწოდებენ შეცდომებს“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომლითაც ნიკა გვარამიას ერთ-ერთ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ შეცდომებზე საუბრობს.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მათ ხელისუფლებაში დაბრუნების არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნებათ.

„რა თქმა უნდა, ამით საზოგადოებას ვერ შეუქმნიან ვერავითარ განსხვავებულ წარმოდგენას. ამ ხალხზე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას და რა თქმა უნდა, ამ ხალხს ხელისუფლებაში დაბრუნების არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნებათ“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...