ანდრია გვიდიანი: არაფერი ანგრევს ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობას ისე, როგორც უშინაარსო რეზოლუციები და განცხადებები

ჩვენმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს ყველა პოლიტიკურ პროცესზე. მათ შორის, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის სინამდვილეში ვინ არის მიშა სააკაშვილი- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ არაფერი ანგრევს ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობას ისე, როგორც უშინაარსო რეზოლუციები და განცხადებები.

„არაფერი ანგრევს ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობას ისე, როგორც უშინაარსო რეზოლუციები და განცხადებები. მსგავსი უსამართლო რეზოლუციები არის ქართული საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა, რასაც არავინ შეეგუება. სამწუხარო ის არის, რომ ევროპაში ჯერ კიდევ არსებობენ ვიღაცები, ვინც ვერ გაიგეს, რომ სააკაშვილის წამებულად და ივანიშვილის დამნაშავედ წარმოჩენას ქართული საზოგადოება არ მიიღებს. ჩვენმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს ყველა პოლიტიკურ პროცესზე. მათ შორის, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის სინამდვილეში ვინ არის მიშა სააკაშვილი. ჩვენ, ქართველ ხალხს, კარგად გვახსოვს მისი ხელისუფლების პერიოდი, მისი სტილი და მისი დანაშაულებები. ამიტომ თვალებში ნაცრის შეყრას და შავზე თეთრის მტკიცებას უბრალოდ აზრი არ აქვს.“- წერს გვიდიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...