ანდრეი სიბიგა: შეხვედრა გავმართე ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. შევთანხმდით კონტაქტის გაგრძელებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა. ქართველ კოლეგასთან განხილულ საკითხებზე მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.

ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრზე. ასევე განვიხილეთ ევროინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საკითხებში.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. შევთანხმდით შემდგომი კონტაქტის გაგრძელებაზე“, – წერს სიბიგა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...