რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებულ ამ სახელმწიფო სააგენტოს იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ადამიანები ინტერნეტში იღებდნენ, – წერს ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნავფალი.
ის განიხილავს იმ მიმართულებებს, რომლებსაც USAID აკონტროლებდა.
„USAID-ის ახლად გამოქვეყნებული დოკუმენტების დიდი ნაწილი დეტალურად აღწერს USAID-ის თანამშრომლობას Google-თან, YouTube-თან და Meta-სთან, მათ შორის, განხილულია კონტენტის მოდერაცია, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი, დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიები და სოციალურ ქსელებში საინფორმაციო კამპანიები. ფაილებში ასევე წარმოდგენილია Faecbook-ისა და WhatsApp-ის მეშვეობით კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდაჭერის წინადადებები, რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებულ ამ სახელმწიფო სააგენტოს იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ადამიანები ინტერნეტში იღებდნენ”, – წერს ჟურნალისტი.
როგორც ცნობილია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გასაჯაროებული ფაილების ერთ ნაწილში საუბარია სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამების როლზე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში სოციალური ქსელების მონიტორინგისა და ანგარიშების გაუქმების პროცესში.









