ამერიკელი სენატორი – ჩემს მეგობრებს რუსეთში: პრეზიდენტი ტრამპი არც ობამაა და არც ბაიდენი, მასთან ხუმრობა არ შეიძლება

ამერიკელი სენატორი – ჩემს მეგობრებს რუსეთში: პრეზიდენტი ტრამპი არც ობამაა და არც ბაიდენი, მასთან ხუმრობა არ შეიძლება
ჩემს მეგობრებს რუსეთში: პრეზიდენტი ტრამპი არც ობამაა და არც ბაიდენი, მასთან ხუმრობა არ შეიძლება, – ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან რუსეთთან ახლოს ბირთვული წყალქვეშა ნავები გაგზავნა.

„ჩემს მეგობრებს რუსეთში: პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობისკენ ისწრაფვის და არა კონფლიქტისკენ. თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ის არც ობამაა, არც ბაიდენი და მასთან ხუმრობა არ შეიძლება. თქვენ საკუთარ შესაძლებლობებს აჭარბებთ!“, – წერს ლინდსი გრემი X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ მან „შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გასცა“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის...

მეუფე იობი ხელისუფლებას რწმენისგან დაცლაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც პირველ რიგში, თავად დაიცალა რწმენისგან, საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვას, რამდენად შეესაბამება მისი ქმედებები იმ რწმენასა...