ალექსი ახვლედიანი: ბატონ მამუკა მდინარაძეს მე არ ვიცნობ, ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფი. ბატონ მამუკას არც დღემდე შევხვედრივარ. საერთოდ თვალით არ მყავს ნანახი და სამწუხაროდ, არ ვიცნობ ამ ადამიანს

ბატონ მამუკა მდინარაძეს მე არ ვიცნობ, ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფი, – განუცხადა ჟურნალისტებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა ოპოზიციის სპეკულაციებთან დაკავშირებით, რაც თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ვრცელდება.

ალექსი ახვლედიანის თქმით, საგარეჯოში მომხდარის დროს მამუკა მდინარაძე ადგილზე არ იმყოფებოდა.

„ბატონ მამუკა მდინარაძეს მე არ ვიცნობ. ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფი. ბატონ მამუკას არც დღემდე შევხვედრივარ. საერთოდ თვალით არ მყავს ნანახი და სამწუხაროდ, არ ვიცნობ ამ ადამიანს. შესაბამისად, არც ყოფილა“, – აღნიშნა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალექსი ახვლედიანის პროცესი გაიმართა. პროცესზე შესვლამდე ახვლედიანმა მედიის შეკითხვებს უპასუხა და თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებული შემთხვევის კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა.

ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე: ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, უპირებენ ელჩობას?! კაცს ავიწროებდნენ და თავისუფლად გადიოდა [საზღვრებს გარეთ]- ლოგიკაში ჯდება?!

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...