აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორივე სახელმწიფოსთვის.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკაა სავაჭრო, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.

შეხვედრის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილმა ელჩს აჭარის ტურისტული პოტენციალი გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონი მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ცენტრია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის...

ირაკლი კირცხალია - ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ევრო ბიუროკრატები ჩვენს ქვეყანაში მხარს უჭერენ აგენტურას, თავიანთივე ე.წ. ოპოზიციას. დღეს ბრიუსელის...