8 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024
8 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

ირაკლი კობახიძე – სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი, მან ყველაფერი გააკეთა, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე, თავის თავს აჯობა

სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, ჩვენ გვქონდა შეხვედრა, დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე, თავის თავს აჯობა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დათო ჯელაძესთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი, შემდეგ კი შეხვდა, რა დროსაც მან დეტალურად გაიხსენა ისტორია, რომელიც გადახდა.

მისივე თქმით, მთავარია რომ, დათო ჯელაძე ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, მისი ოჯახი და ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად.

რაც შეეხება შეკითხვებს, ირაკლი კობახიძის თქმით, მან არ იცოდა, ვის ეკუთვნოდა ფოტო, რომელიც ჟურნალისტმა ბრიფინგზე აჩვენა და ზუსტად რა იყო ასახული, აქედან გამომდინარე დასვა კითხვა, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ გაერკვა ყველაფერში რომ ეს ფოტო დათო ჯელაძის მიერ იყო დადებული.

„პირველ რიგში ჩემი ადამიანური შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ. დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი, მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც გადახდა. წარმოუდგენელი, საოცარი ისტორიაა, რეალურად მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე, თავის თავს აჯობა ისეთი გზა აქვს გამოვლილი ამისთვის მის პატარა დისშვილთან ერთად, თავის თავს აჯობა, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული.
რაც შეეხება შეკითხვებს, პირველ რიგში მინდა განვმარტო რაზე იყო საუბარი. იყო ბრიფინგი, სადაც ერთერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. თქვენ იცით, რომ სოციალურ მედიაში ძალიან ხშირად ვრცელდება სრულიად ყალბი ფოტოები, აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო დადებული ეს ფოტო და ზუსტად რა იყო ასახული ფოტოზე, აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში რომ ეს ფოტო დათო ჯელაძის მიერ იყო დადებული.
სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა. ეს არის ძალიან დასანანი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით, მანაც განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარი არის რომ, ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები