4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან ნიკოლეიშვილი ირაკლი კობახიძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ტრაგედიის ფონზე ნაცების ამორალური პროპაგანდა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ამ ვირთხების პოლიტიკიდან ყველა ხერხით ჩამოშორება ეროვნული ამოცანაა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესახებ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში აფასებს.

ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ყალბი განცხადებების გავრცელება და ტყუილების ტირაჟირება “ნაციონალური მოძრაობის” ბინძური პროპაგანდის ნაწილია. ექსპერტის თქმით, ამის მაგალითია ირაკლი კობახიძის შესახებ გავრცელებული სიყალბე, თითქოს, მან შოვში გარდაცვლილებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

“”ნაციონალური მოძრაობის” უბინძურეს პროპაგანდას საზღვრები არ აქვს. რა უკანასკნელი ნაძირალა უნდა იყო, რომ ადამიანს მსგავსი ტყუილი დააბრალო და შემდეგ მისი ტირაჟირება მოახდინო? ამ ტრაგედიის ფონზე ნაცების ამორალური პროპაგანდა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ამ ვირთხების პოლიტიკიდან ყველა ხერხით ჩამოშორება ეროვნული ამოცანაა!!!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.