ედიშერ გვენეტაძე: ნაცმოძრაობის პროპაგანდისტი ბექა კოკაია წერს, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს, სააკაშვილის მიერ, 9 აგვისტოს გამოცემულ აქტში, მიშა წერს, რომ რუსები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ – ბექა, შვილო, შენი ბელადის მიერ გამოცემული ბრძანებები მაინც წაიკითხე

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე, “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტის, ბექა კოკაიას მიერ გამოქვეყნებულ იმ პოსტს ეხმიანება, სადაც ის აცხადებს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო, ხოლო “ქართული ოცნება” რუსული პროექტია.

გვენეტაძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცემული აქტის “სქრინს” აქვეყნებს და კოკაიას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანება წაიკითხოს, სადაც წერია, რომ 8 აგვისტოს, როკის გვირაბის გავლით, რუსეთიდან საქართველოში ასეულობით სამხედრო პირი და ტექნიკა შემოვიდა.

“ნაცმოძრაობის პროპაგანდისტი, LGBTQ აქტივისტი ბექა კოკაია წერს, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს და ამ ფაქტს მოაყოლებს, რომ “ქართული ოცნება” არის რუსული პროექტი. ქვემოთ მოყვანილი მეორე სქრინი სააკაშვილის მიერ, 9 აგვისტოს გამოცემული აქტია, სადაც მიშა წერს, რომ რუსები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ. ბექა, შვილო, შენი ბელადის მიერ გამოცემული ბრძანებები მაინც წაიკითხე, სხვა დროს რომ მსგავს უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდე.” – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...