გია აბაშიძე: უკრაინის არაერთი პარტიის ბალასტს, დეპუტატ ოლექსი გონჩარენკოს ჰგონია, რომ რამეს წარმოადგენს თუ ნაცტელევიზიებში ხშირად ჩნდება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, უკრაინელი დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აბაშიძის თქმით, გონჩარენკოს, ოპოზიციურ ტელევიზიებში გამოჩენით აქვს განცდა, რომ ქართული საზოგადოებისთვის რამეს წარმოადგენს. ანალიტიკოსის განცხადებით, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში მრავლად არიან გონჩარენკოზე სასაცილო “ექსპონატები”.

“უკრაინის არაერთი პარტიის ბალასტს, დეპუტატ ოლექსი გონჩარენკოს ჰგონია, რომ რამეს წარმოადგენს თუ ნაცტელევიზიებში ხშირად ჩნდება. ნუ ავიწყდება რუსეთუმე იანუკოვიჩის ფუტლარს, გონჩარენკოს, რომ ქართულ პოლიტიკურ ზოოპარკში მასზე უფრო სასაცილო ნაცექსპონატები არიან. თუ მათ ეჯიბრება, განწირულია წაგებისთვის. სხვა დანიშნულება კლოუნობაშიც ამ უნიჭოს, არაფერი აქვს” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...