4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დასრულდა

კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

• ამბროლაურის ორგანიზაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზვიად (დავით) მხეიძე უხელმძღვანელებს;
• ონის ორგანიზაცას – ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბაჩანა მარკოიშვილი;
• ლენტეხის ორგანიზაციას – ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი;
• ცაგერის ორგანიზაციას – ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჭაბუკი ჭაბუკიანი.

ხვალ კონფერენციები გაიმართება დმანისში, ბოლნისსა და მარნეულში.
“ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები ასევე ჩატარდა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები