25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე კასპში მომხდარ ინციდენტზე – ბასიშვილმა დარეკა, ჰქონდა ძალიან შეშინებული ხმა, მასაც და ხაბეიშვილსაც. სიბრალულის გრძნობა გაგვიჩნდა და შევეცადეთ დავხმარებოდით, შემდეგ ისე შეფუთეს, თითქოს ჩვენ დავაორგანიზეთ რამე, რაც უდიდესი ტყუილია

„აგრესია წამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, მათ შორის, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდგომაც ჩვენმა დეპუტატებმაც გასცეს სათანადო პასუხი“- ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ აბიკო აბესაძემ კასპში მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილმა და ბადრი ბასიშვილმა ეს ისე შეფუთეს, თითქოს იქ ადამიანების მისვლა „ქართული ოცნების“ ორგანიზებული იყო.

„ბასიშვილმა როცა დარეკა ჰქონდა ძალიან შეშინებული ხმა, ბასიშვილსაც და ხაბეიშვილსაც. რა თქმა უნდა, სიბრალულის გრძნობა როცა გაგვიჩნდა, ავდექით და შევეცადეთ დავხმარებოდით. ჩვენი დეპუტატების მისვლის შემდგომ აგრესია წამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, მათ შორის, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდგომაც ჩვენმა დეპუტატებმაც გასცეს სათანადო პასუხი, რაც ლევან ხაბეიშვილმა და ბადრი ბასიშვილმა გამოიყენეს და შეფუთეს, თითქოს იქ მისული ადამიანები იყვნენ ჩვენი ორგანიზებული და ჩვენი დეპუტატებით ორგანიზებული ჯგუფი“, – განაცხადა აბიკო აბესაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები