შალვა პაპუაშვილი: ჩვენს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

მისი თქმით, ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია.

“ჩვენს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს!

ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია. ამ დღეს ძალიან დიდი ისტორია აქვს და მისი, როგორც ჰუმანიზმის იდეა, საუკუნეების მანძილზე სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენდა.

მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ. სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე თითოეული თქვენგანისათვის,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...