4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ბექა ოდიშარია: „ქართული ოცნება“ მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის, უშიშროების და უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებენ მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ხალხის ინტერესი არის მშვიდობა, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„ასეთი ტურბულენტური რეგიონი, გარემო, არ მახსენდება. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, ჩვენ გვიწევს დანის პირზე გავლა. მე ვიცი ერთი რამ, რაც არ იციან უსამშობლო ხალხმა – ხანჯალი მაშინ უნდა ამოიღო, როდესაც მას აქვს ის ძალა და ის შედეგი, რომელიც მოიტანს შენს თავისუფლებას, მოიტანს შენი ოჯახის და ირგვლივ მყოფების უსაფრთხოებას.

რატომ უნდა ვიგულშემატკივროთ იმ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც საოკუპაციო ჯარების სხვადასხვა მიმართულების ფლანგს წარმოადგენენ. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას, მშვიდობას. ქართველი ხალხი მანამდე უნდა იყოს მშვიდად, ვიდრე მართლაცდა გონივრულად უძღვება საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იმ საქმეს, რომელსაც ჰქვია საქართველოს ინტერესი, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. უნდა დაგვეხმაროს ქართველი ხალხი, რომ ეს მავნებლები არ მოვუშვათ“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.