4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ირაკლი ზარქუა “მთავარი არხის” სიუჟეტზე: იმედია, ავტორს და ოპერატორს სამსახურიდან არ გაუშვებენ ამ საინტერესო და ობიექტური სიუჟეტის გამო

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა “მთავარი არხის” სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ დასაქმებულია და ხელფასიც ჰყოფნის.

ზარქუას განცხადებით, იმედი აქვს, რომ სიუჟეტის ავტორებს, რომლებმაც რეალური ვითარება აჩვენეს, სამსახურიდან არ გაუშვებენ. მისივე თქმით, იმას, რომ უმუშევრობა მინიმუმამდეა შემცირებული, საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს.

“მეგობრებო გიზიარებთ მთავარი არხის სიუჟეტს დასაქმებაზე!!!????????იმედია ამ სიუჟეტის ავტორს და ოპერატორს სამსახურიდან არ გაუშვებენ ამ საინტერესო და ობიექტური სიუჟეტის გამო!!! ???????? P.s სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, უმუშევრობა ისტორიულ
მინიმუმამდე დავიდა თუმცა კვლავ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად მაინც!” – წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.