27 ივლისი, შაბათი, 2024
27 ივლისი, შაბათი, 2024

„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე თელავისა და ახმეტის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში დაიწყო.

დღეს კონფერენციები გაიმართა თელავსა და ახმეტაში, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ თელავის ორგანიზაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი უხელმძღვანელებს.

ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური აირჩიეს.

ხვალ, პარტიული კონფერენციები გაიმართება ყვარელში, ლაგოდეხსა და გურჯაანში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები