ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩიეს.

როგორც თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.

„დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირა თუ არა რომელიმე მათგანმა მხარი, თუ თავი შეიკავა. 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიენბს საერთო მიზანი – ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურს სტაბილურობას. ჩვენი გუნდი, ამ მიმართულებით კვლავინდებურად გააგრძელებს მუშაობას ეროვნულ ბანკში“, – განაცხადა თურნავამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...