სერგო ჩიხლაძე – IRI-სგან მთავარი გზავნილი არის სრული მხარდაჭერა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ასევე სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ რეფორმებს, რომელსაც სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ ატარებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, შეხვედრის მთავარ თემას აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა წარმოადგენდა.

მისივე თქმით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გარეშე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„შეხვედრა გვქონდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სათავო ოფისში, სადაც შევხვდით რეგიონულ დირექტორსა და სხვადასხვა პროგრამის ხელმძღვანელებს. მთავარი თემა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობები იყო. მთავარი გზავნილი IRI-სგან არის სრული მხარდაჭერა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ასევე სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ რეფორმებს, რომელსაც სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ ატარებს და მთავარი დასკვნა, რომ სასამართლო თუ საარჩევნო რეფორმების გარეშე არაფერი გამოვა და შესაბამისად, რეფორმების არ განხორციელება აღნიშნულ ორმხრივ ურთიერთობებსაც დააზიანებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...