4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ესტონეთმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა

ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

მიღებული დოკუმენტის თანახმად, ესტონეთში დაქორწინებას 2 ზრდასრული ადამიანი მათი გენდერის მიუხედავად შეძლებს. ამასთან, ახალი კანონი ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვების შვილად აყვანის შესაძლებობას აძლევს.

კანონპროექტს მხარი პარლამენტის 55-მა წევრმა დაუჭირა, 34 კი წინააღმდეგი იყო. კანონი ძალაში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.

ამასთან, გადაწყვეტილებას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი Twitter-ზე გამოეხმაურა და პარლამენტის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.

„ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც ყველას უფლებებს პატივს სცემენ და ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ სიყვარული“, – წერს კალასი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები