„ქართული ოცნების“ კონფერენციაზე ყაზბეგისა და თიანეთის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

მცხეთა-მთიანეთის მხარეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს, დასრულდა.

  • ყაზბეგის ორგანიზაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ქირიკაშვილი უხელმძღვანელებს
  • თიანეთის ორგანიზაციას – თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან წიკლაური;
  • დუშეთის ორგანიზაციას – დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კახაბერ ჩიტაური;
  • მცხეთის ორგანიზაციას – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი.

მცხეთა-მთიანეთის გარდა, „ქართული ოცნების“ კონფერენციები აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში გაიმართა.

ქვეყნის მასშტაბით, სულ 73 პარტიული კონფერენცია ჩატარდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მარჩინ როსოლოვსკი: პოლონეთის მთავრობამ დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, სხვებს დემოკრატიულ სტანდარტებზე...

პოლონელი ექსპერტი მარჩინ როსოლოვსკი „ქრონიკასთან“ პოლონეთში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. ის აცხადებს, რომ პოლონეთის მთავრობა ავტორიტარულ მეთოდებს მიმართავს და არ აქვს მორალური უფლება, საქართველოს შიდა...