3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

“ლევან ბერძენიშვილი, ესეოდენ წიგნიერი ადამიანი მოტივირებულად უკეთებს პროვოცირებას გაკრვეულ საკითხებს და კიდევ უფრო აქეზებს ისედაც “ისტებად” დაყოფილ საზოგადოებას”

იმავე გადაცემაში, რომელშიც ლევან ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა და აუგად მოიხსენია, კახა კალაძეზეც უსაუბრია ჩაღრმავებულად: ევროპულად კი აცვია, მაგრამ მისი მართვის სტილი რუსულია და კომუნისტურიო. ჩემი მოკრძალებული აზრით, ესეოდენ წიგნიერი ადამიანი მოტივირებულად უკეთებს პროვოცირებას გაკრვეულ საკითხებს და კიდევ უფრო აქეზებს ისედაც “ისტებად” დაყოფილ საზოგადოებას.

დღეს კომანტარი გაუკეთებია: ჩემს სახლთან 15-დან 20-მდე ახალგაზრდა იყო მობილიზებული – მკლავძლიერი, კუნთმაგარი, ნიღბით და ღიმილითო. (ნიღაბში ღიმილი როგორ დალანდა, ეს საკითხის კიდევ სხვა მხარეა).

საქმე ჩემს 2014 წლის ჩანაწერს ეხება, რომელიც 2023 წელს ვიღაცას არ მოეწონა, მბრალდება, თითქოს ხევსურებს შეურაცხყოფა მივაყენე. ბოდიში, მაგრამ ყველას ფეხებზე ჰკიდია ალუდა ქეთელაური, ამ ხალხს არაფერი წაკითხული არ აქვს, ამ ხალხს აღელვებს, რომ მე ისე, როგორც სხვები ვაკრიტიკებ ბიძინა ივანიშვილს, ვუძახით იმას, რაც მას ეკუთვნისო…

კომენტარის ბოლოს ამბობს: ამ ხელისუფლებას უწიგნური ხალხი ჰყავს მომართული. წიგნიერმა ლევან ბერძენიშვილმა რატომ ილაპარაკა ვაჟა-ფშაველაზეო.
ოდითგანვე ცნობილია, რომ ყველაზე “წარმატებულად” ყველაზე წიგნიერი ადამიანები მანიპულირებენ, ყველაზე მარტივად წასაქეზებელი კი სწორადაც

ნაკლებადგანათლებული ან განათლების არქონე ადამიანები არიან. შესაბამისად, ლევან ბერძენიშვილმა ზუსტად იცის, როგორ ააფორიაქოს საზოგადოების ეს მარტივად წასაქეზებელი ნაწილი და შემდეგ გარკვეული კლასიფიკატორების დახმარებით ხელისუფლებას მიაწეროს ესა თუ ის ჯგუფი, რომელიც, შესაძლოა, საერთოდაც საკუთარი ნებით მოქმედებდეს.

მხოლოდ ამ ერთ ეთერში, დაახლოებით 10 წუთის ინტერვალში ორ ადამიანს განიხილავს პიროვნულად, მწვავედ აკრიტიკებს მათ. ეს ეთერი ნამდვილად არ არის 20 წლის უკანდელი. რამდენიმე დღის წინ იყო. “ერეკლეს” თემის შემდეგ იყო, “დავით აღმაშნებელის” თემის შემედეგ იყო, “ომი მინდას” შემდეგ იყო, “ალუდას” შემდეგ იყო… როგორ ფიქრობთ, ესეოდენ წიგნიერმა ადამიანმა, რომელმაც იცის, საზოგადოების მხრიდან როგორი დაკვირვების/კრიტიკის ობიექტიცაა, არ იცის რა მოჰყვება მის მსგავს გამოსვლებს?! მე ვფიქრობ, მან ეს ყველაზე კარგად იცის. იცის და აგრძელებს, ისედაც პოლარიზებული საზოგადოების კიდევ უფრო გაყოფას.
ისევ წიგნებზე ისაუბრეთ, ბატონო ლევან, მართლა კარგად გამოგდით, გისმენთ უსასრულოდ, ისევე, როგორც სტუდენტის რანგში გისმენდით წლების წინ, საჯარო ლექციებზე, თსუ-ში. ნუ გააუბრალოებთ იმას, რაც ამ მიმართულებით მრავალი წლის მანძლზე გიკეთებიათ….

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი 

ავტორი:

ბოლო სიახლეები