4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გიგლა ბარამიძე ფადი ასლის განცხადებაზე: ის, საქარველოს შიდა და გარე მტრების ნატვრას ახმოვანებს

რა კავშირია მანქურთსა და ფადი ასლის სისინს შორის? ერთი უმთავრესი: ორივესთვის მტკივნეულია ერთიანი და ძლიერი საქართველო! – ასე ეხმიანება დიპლომატი, პროფესორი გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში ფადი ასლის განცხადებას, რომელშიც ის სვამს კითხვას „გვინდა გაერთიანება ორ სეპარატისტულ რეგიონთან, როგორც რუსეთის მონა, თუ ვიცხოვროთ დამოუკიდებელ საქართველოში, როგორც ევროკავშირის წევრმა, ამ ორი რეგიონის გარეშე?!“.

ბარამიძის განცხადებით, ფადი ასლი ამ გზავნილით სახელმწიფოს შიდა და გარე მტრების სურვილს ახმოვანებს, ხოლო მათი ადგილი, ვისაც საქართველო აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენია, ამ ქვეყანაში არ არის.

„ძვირფასო მეგობრებო,

რა კავშირია მანქურთსა და ფადი ასლის სისინს შორის?

ერთი უმთავრესი:- ორივესთვის მტკივნეულია ერთიანი და ძლიერი საქართველო!

იმ წუნკლებს, რომელთაც, საქართველო აფხაზეთ- სამაჩაბლოს გარეშე დაუსახავთ, მათი ადგილი, ჩვენს ქვეყანაში არ არის!!!

და ბოლოს, ვინმე ფ. ასლი, მარტო როდია, ის, საქარველოს შიდა და გარე მტრების ნატვრას ახმოვანებს.“ – წერს გიგლა ბარამიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.