ზელენსკი: აშშ-ის პრეზიდენტისგან უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე მკაფიო შეთავაზება არ მომისმენია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ვაშინგტონს მკაფიო პოზიცია არ შეუთავაზებია.

ამის შესახებ ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე ისაუბრა უკრაინაში შესაძლო სამხედრო ბაზების განთავსებაზე და აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.

„დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან მკაფიო შეთავაზება არ მომისმენია. უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, მაგრამ არა ნატოზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ უკრაინას უთხრა, რომ არ არის დარწმუნებული, შესაძლებელია თუ არა ქვეყანაში სამხედრო ბაზების განთავსება, რადგან ეს საკითხი ნატოს უკავშირდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ამ კონტექსტში ახლო აღმოსავლეთის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები ნატოს წევრები არ არიან, თუმცა იქ განთავსებულია ამერიკული სამხედრო ბაზები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის Patriot-ები და დისლოცირებული არიან ამერიკელი სამხედროები.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ როდესაც მათ იქ ბაზები ააშენეს, ირანელებს ჰკითხეს, შეეძლოთ თუ არა ამის გაკეთება. ასე რომ, ეს შეერთებული შტატების გადასაწყვეტია – სურს თუ არა მას ამის გაკეთება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გივი მიქანაძე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოსწავლეები...

„ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიოს...