აშშ-ის ბიუჯეტის ოფისის ხელმძღვანელი: USAID-ის ფაილები გუშინ გამოვაქვეყნეთ და წინ კიდევ რამდენიმე პაკეტის გამოქვეყნება გველოდება

ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის მართვის ოფისის დირექტორი რასელ ვოულტი სოციალურ ქსელში USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებული ფაილების შესახებ წერს.

„USAID-ის ფაილები გუშინ გამოვაქვეყნეთ და წინ კიდევ რამდენიმე პაკეტის გამოქვეყნება გველოდება. კონტრაქტების დასრულების პროცესი მიმდინარეობს. ამას დრო სჭირდება. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვებრძოლოთ დემოკრატებს, თუ ისინი USAID-ის ხელახლა გახსნას შეეცდებიან“, – წერს რასელ ვოულტი.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს. 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.

აღნიშნულ საკითხზე მასალები საერთაშორისო მედიაშიც გამოქვეყნდა. New York Post-მა დაწერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) Facebook-თან თანამშრომლობდა კონკრეტული პოსტების წაშლის მიზნით, ამასთან, უცხოური საინფორმაციო ვებ-ვერდების ონლაინ პლატფორმებიდან ჩამოშორების გეგმის შემუშავებას ცდილობდა.

აღნიშნულ თემას ეხება Newsweek-ის სტატიაც. გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის ურთიერთობას ასახავს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გამრეკელის ქუჩაზე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა...

„თბილისის განვითარების ფონდმა“, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მდებარე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი დაასრულა. აღნიშნულ მისამართზე მდებარე...