„ეკლესიისთვის სუროგაცია მიუღებელია. ძალიან გაგვიხარდა, რომ ამ კანონს სახელმწიფო იღებს“ – სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას სასულიერო პირები ეხმაურებიან

ეკლესია სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას მიესალმება. სასულიერო პირები განმარტავენ, თუ რატომ არის სუროგაცია ეკლესიისთვის მიუღებელი.

ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოხარული არიან მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით და რომ ეს ინიციატივა ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია.

„ძალიან ხშირად ხდება, რომ ბავშვები უცხოელებზე იყიდებიან. ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც ადამიანებს ქირაობენ. ეკლესიისთვის სუროგაცია ძალიან მიუღებელია. მე ბევრჯერ მისაუბრია სუროგატებთან და საშინელ სტრესს განიცდიან. ჩვენ უწმინდეს პატრიარქს, ილია მეორესაც ბევრჯერ უთქვამს, რომ ეს არის ეკლესიისთვის ძალიან მიუღებელი და ძალიან გაგვიხარდა, რომ ამ კანონს სახელმწიფო იღებს. ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

„ეს ინიციატივა აბსოლუტურად მისაღებია. რას ნიშნავს სუროგაცია და ამ ბავშვებს რა მომავალი აქვთ – ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ასეთი ცოდვიანი შემოსავალი, როგორც მისმა უწმინდესობამ, შიო მესამემ ბრძანა, ხეირს არავის მოუტანს. ვფიქრობ, ქართველი ერის სურვილიცაა, რომ აიკრძალოს. მადლობა ღმერთს, თუ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და იქნება ამ გადაწყვეტილებაში მტკიცე“, – აღნიშნა გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ვაჟა სონღულაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გაეროს კლიმატის სამიტის მონაწილეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გაეროს კლიმატის სამიტზე (COP31) საბოლოო შეთანხმების მიღება ვერ მოხერხდა. შეთანხმების პროექტი ევროკავშირმა ოფიციალურად უარყო. მას შეუერთდნენ ნორვეგია, პანამა და მარშალის...