გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, შიო მესამე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს

დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება. საქართველოში

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.

წმინდა გიორგი ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წმინდანია, რომელიც სიმამაცის, რწმენისა და ქრისტიანული თავდადების სიმბოლოდ მიიჩნევა. საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ – 6 მაისს დიდმოწამე გიორგის აღსრულების, ხოლო 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გაეროს კლიმატის სამიტის მონაწილეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გაეროს კლიმატის სამიტზე (COP31) საბოლოო შეთანხმების მიღება ვერ მოხერხდა. შეთანხმების პროექტი ევროკავშირმა ოფიციალურად უარყო. მას შეუერთდნენ ნორვეგია, პანამა და მარშალის...