ზაზა დობორჯგინიძე: მივესალმები კომერციული სუროგაციის აკრძალვას, რომელიც კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმაა – დედობის ყიდვა არაა თავისუფლება, არამედ შეშლილი მილიონერების მიერ ქალების სხეულის ტრეფიკინგის ფორმა

პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე, მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწვეყილებას სუროგაციის აკრძალვის თაობაზე მიესალმება და მას კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმას უწოდებს.

მისი თქმით, ქალის რეპროდუქციის გაყიდვა და დედობის ყიდვა, “შეშლილი მილიონერების” მიერ ქალების სხეულის ტრეფიკინგის ფორმაა.

“მივესალმები კომერციული სუროგაციის აკრძალვას, რომელიც ღარიბი ქალების კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმაა. რეპროდუქციული ავტონომია ესაა, როცა არ გინდა გააკეთო არჩევანი კარიერას და ოჯახს შორის და ყინავ კვერცხუჯრედს. სხვა ქალის რეპროდუქციის კომოდიფიკაცია, დედობის ყიდვა არაა თავისუფლება, არამედ შეშლილი მილიონერების მიერ ქალების სხეულის ტრეფიკინგის ფორმა,” – წერს დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ანანიძე ნიკოლოზ რაჭველის განცხადებაზე: ოპოზიციის პროპაგანდით, ცნობად სახეს სრული უფლება...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ნიკოლოზ რაჭველის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ტელეკომპანია “იმედის” ყველა თანამშრომელს მოღალატე უწოდა. “ოპოზიციის პროპაგანდით, ცნობად სახეს...