კახა კალაძე ვეტინგზე: გარედან ქვეყნის მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა უსიტყვო მორჩილების შედეგია

კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია ის, რომ გარედან ხდებოდეს ქვეყნის მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა – უსიტყვო მორჩილებას მოაქვს ის შედეგი, რასაც მონტენეგროს მაგალითზე ვხედავთ, – განაცხადა მედიასთან თბილისის მერმა და ამით შეაფასა მონტენეგროში პრემიერ-მინისტრობისა და მთავრობის წევრების კანდიდატების ე.წ. ვეტინგის პრინციპით შემოწმების შესახებ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები.

კახა კალაძის თქმით, ასეთივე მოთხოვნები საქართველოსთან დაკავშირებითაც არსებობს, რაც, მისი შეფასებით, ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაა.

„უსიტყვო მორჩილებას მოაქვს ეს რეალური შედეგი. ჩვენთან დაკავშირებითაც ნახეთ რეზოლუციაში რა წერია და რა მოთხოვნებია, რომ მოსამართლეები თურმე გარედან უნდა დაგვინიშნონ. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პირდაპირი ხელყოფაა.

კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია ის, რომ გარედან ხდებოდეს მთავრობებისა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა.

ჩვენ გვინდა ავაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, რასაც ჩვენი პოლიტიკით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ვაკეთებთ. მაგრამ ვიღაცამ გარედან დავალებები გვაძლიოს, თითის ქნევით გველაპარაკოს, მოსამართლეები გვინიშნოს, ხვალ მთავრობას დაგვინიშნავს, ეს კატეგორიულად მიუღებელი და ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში გერმანიის საელჩოში იმყოფებოდა შეხვედრაზე, რომლის შინაარსიც ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

„ეს ადამიანები იმართებიან გარედან და გარე ძალების დავალებებს ასრულებენ. ისინი არ მიეკუთვნებიან ქართველ ხალხს, ისინი არ ატარებენ ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვეულებრივი დანომრილი აგენტები არიან, წარმოადგენენ აგენტურას და რა დავალებებსაც მისცემენ, იმ დავალებებს, გინდ მესიჯის სახით გაავრცელებენ და თუ ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯია გადასადგმელი, რა თქმა უნდა, ამასაც თავდახრილები გააკეთებენ“, – განაცხადა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სადღობელაშვილი გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე: დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს,...

თითქმის ორი ათწლეულია საქართველოსა და რუსეთს შუამავლების გარეშე მოლაპარაკება არ ჰქონიათ. ამ ფონზე პირდაპირი ორმხრივი კონტაქტის აღდგენა თავის მხრივ დადებითი პროცესია. ეს არის პრაგმატული...