[ოპოზიციის] განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური ძალის გამოყენების თაობაზე, დაშავებული პოლიციელების, როგორ ესხმიან დამხობის მონაწილეები პოლიციელებს, ნაცემი პოლიციელების, ჟურნალისტებზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობის კადრები, ნასროლი ქვები, დაზიანებები, ცეცხლში გახვეული ათონელის ქუჩა და სისხლის სამართლებრივ საქმეთა შედეგები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
მან სასამართლოს გააცნო სისხლისსამართლებრივ საქმეთა შედეგები და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი განცხადებები მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც მოპასუხე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ძალადობრივი მოვლენების მხარდასაჭერად აკეთებდნენ.
,,2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ 5 ძირითად საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 64 პირის მიმართ:ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა − 6 პირი;
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა − 56 პირი;
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება − 5 პირი;
საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება − 1 პირი.
საპროცესო შეთანხმება: ჯამში აღიარეს დანაშაული და გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება 48 პირს:
−პირველ ინსტანციაში აღიარების საფუძველზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 34 პირს;
−სააპელაციო ეტაპზე დამატებით გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება 2026 წლის 9 ნოემბრამდე 10 პირს;
−2026 წლის 11 ნოემბერს დამატებით აღიარეს დანაშაული და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება 4 პირს.
ეს არის ის საკითხები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი 2023, 2024 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის შემოდგომაზე და 2025 წლის 4 ოქტომბერს კონსტიტუციური წყობილების, ხელისუფლების დამხობის, ე.წ. მშვიდობიანი და რეალურად რა თქმა უნდა, ძალადობრივი აქციების შესახებ ფაქტები – რა მოვლენები მიმდინარეობდა პარლამენტის შემობასთან და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, აქ საუბარი იყო, რომ თურმე, ერთი შუშაც არ ჩამსხვრეულა რუსთაველის გამზირზე – რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არის და ამავდროულად, მისი [ძალადობრივი მოვლენების] მხარდამჭერი განცხადებები სხვადასხვა დროს, თითოეული მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული. მაგრამ, ეს მხოლოდ ნაწილია – ჩვენ მიერ წარმოდგენილი, ჩემ მიერ წაკითხული ეს განცხადებები არის მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია.” – აღნიშნა გორდულაძემ.









