მოლდოვაში ვეტინგის კომისიის წევრი არის ნონა წოწორია, რომელიც ადეიშვილის პერიოდში იყო გენპროკურორის მოადგილე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„როდესაც მიდიოდა ქონებების ჩამორთმევა, ტელევიზიებისა და მედიების შეზღუდვა, ძალადობის ნორმალიზება, აი, მაშინ, ის იყო გენპროკურორის მოადგილე. ეს ადამიანი, ნონა წოწორია დღეს მოლდოვაში წყვეტს ვინ გახდეს მოლდოვაში მოსამართლე და ვინ გახდეს პრეზიდენტი.
ასეთი წარსულისა და რეპუტაციის ადამიანი ამოწმებს კეთილსინდისიერებას, რომელიც აქ წამების სისტემის შექმნის თანამონაწილე იყო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.









