საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ მოსამართლე რევაზ ნადარაიამ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა იმსჯელა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობაზე მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე. აღნიშნულ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს უსაფუძვლობის გამო. ძირითადი პრეტენზია მიემართებოდა ქალბატონ ევას, რომ მის მიერ დასმული კითხვების ფორმულირება არის იმგვარი ფორმის, რომ ქალბატონ ევას უკვე წინასწარ აქვს განწყობა და აზრი შექმნილი საქმესთან დაკავშირებით. „პარტია არ იზიარებს პასუხისმგებლობას?“ – ეს არის მოსამართლის შეკითხვა, რომ მოისმინოს მხარის პოზიცია, იზიარებს თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას. მხარის უფლებაა, გასცეს ის პასუხი, რაც მიზანშეწონილად მიაჩნია და სასამართლო იღებს იმ პასუხს, რა ფორმითაც მას მოპასუხე გადმოსცემს. რაიმე წინასწარ გამოთქმული მოსაზრება, წინასწარ გამოთქმული აზრი შეკითხვის ამ ტიპის ფორმულირებაში არ გამოიხატება”, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების’’ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება და კითხვებს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუსვამს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, შეიხ აბდულა...

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან. საქართველოს საგარეო საქმეთა...