გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: „ნაციონალური მოძრაობის“ ყოველი განმარტება და პოზიცია ადასტურებს ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობას

დღეს სხდომა გაგრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის კითხვების დასმით, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, ყოველი მათი განმარტება მმართველი გუნდის სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებს.

„გუშინდელ შეფასებებს თუ გავითვალისწინებთ, მათ სათქმელი არაფერი აქვთ. ყოველი მათი განმარტება და პოზიცია ადასტურებს ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობას. მათი განცხადებები მათივე პოზიციების საწინააღმდეგოდ მეტყველებს“, – აღნიშნა კახიანმა.

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს 12:00 საათიდან განახლდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ანა ბუჩუკურის პასუხზე: მათ ეგონათ, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თუ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისთვის დასმულ იმ კითხვაზე ისაუბრა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას ეხებოდა. როგორც შარმანაშვილმა...